ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინკურსებს იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინკურსებს იწყებს, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, შექმნან თავიანთი ბიზნესის მხარდამჭერი ონლაინპლატფორმები, გაეცნონ მათი მართვის ძირითად ფუნქციებსა და აუდიტორიასთან მუშაობის პრინციპებს. ასევე, გამოიყენონ Google სერვისები და თავიანთი პროდუქტი თუ მომსახურება განათავსონ ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე.

ონლაინკურსი 2020 წლის 31 მარტს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათზე.

მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზეhttps://bit.ly/2WBGFdDანგაწევრიანდეთფეისბუქ ჯგუფში https://www.facebook.com/groups/interneti/

პროექტი ხორციელდება პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები