დღეიდან 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში
70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოქალაქეებისთვის აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის ფარგლებში შედის.
„აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმარონ,“- განაცხადა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.
კარანტინის რეჟიმი საქართველოში დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.