ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია.  ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის შედეგად, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, შვიდივე მათგანს მოგზაურობის ისტორია აქვს.დღესვე, კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი მიიღეს რომლის ანალიზის პასუხი დილით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ ,ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან გამოჯანმრთელებულია 18,კარანტინში იმყოფება 4978 მოქალაქე,ხოლო სტაციონარში 266 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები