აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: აფხაზებს რუსეთის იმედი არ აქვთ, ერთადერთი ხსნა საქართველოა, რუხის კლინიკა
„ოკუპირებულ აფხაზეთში თუ დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა, დაინფიცირებული ადამიანები თუ აღმოჩნდნენ, არავინაა იქ მათი მკურნალი”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
გამახარიას განცხადებით, აფხაზებს რუსეთის დახმარების იმედი არ აქვთ და მათთვის ერთადერთი ხსნა საქართველოა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში თუ დადასტურდა კორონავირუსის შემთხვევა, დაინფიცირებული ადამიანები თუ აღმოჩნდნენ, არავინაა იქ მათი მკურნალი. მინდა, გითხრათ, რომ რუხში კლინიკის გახსნას ბევრი აფხაზი გამოეხმაურა დადებითად, რამაც სეპარატისტულად განწყობილი პირების სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. აფხაზებმა იციან, რომ ადგილზე სამედიცინო დახმარებას ვერავინ აღმოუჩენს.
საკმაოდ რთული ვითარებაა. რუსეთის იმედი არ აქვთ, რამდენადაც გაკეთდა განცხადება, რომ თუ იქ ვინმეს დაუდასტურდა ვირუსი, ადგილზე უნდა ჩატარდეს მკურნალობა, არავინ გადაიყვანს მათ ფსოუს იქეთ. ერთადერთი, კრანსოდარშია რაღაც ლაბორატორია და შეიძლება, დიაგნოსტიკაში დაეხმარონ, მკურნალობის შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი ხსნა არის საქარველო – რუხის კლინიკა, რომელიც გაიხსნა და რომელიც ძალიან ეიმედებათ აფხაზებსქ და ქართველებს, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრებენ“, – განაცხადა გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე