ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცი ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა. 70 წლის მამაკაცი ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 60 წლის ქალს კი ორმხრივი პნევმონია აქვს.

როგორც აჭარის ჯანდაცვაში “რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმში ,,მედალფას“ კლინიკაში გუშინ 4 საეჭვო პირი გადაიყვანეს, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. დღეს ამავე კლინიკაში 5 მოქალაქეს იკვლევენ, რომელთან პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

აჭარაში სულ კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინში 2 000-მდე პირია მოთავსებული. 300-მდე მოქალაქემ ​ საკარანტინე ზონა დატოვა, თვითიზოლაციაში კი 200-მდე ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები