პორტუგალიაში COVID-19-ს 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა
პორტუგალიაში კორონავირუსისგან 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
A Televisao-ს ინფორმაციით, ვიქტორ რაფაელ ბასტოს გოდინიო გუშინ ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის ერთი დღით ადრე მოათავსეს.
აღინიშნება, რომ ამჟამად მიმდინარეობს იმის დადგენა, გახდა თუ არა ვირუსი მოზარდის გარდაცვალების მიზეზი, რადგან ბიჭი ფსორიაზით იყო დაავადებული და რამდენიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიაც ჰქონდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად 24 საათში გაუარესდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გრასა ფრეიტასმა განაცხადა, რომ მოზარდს კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, თუმცა მისი სიმპტომები შეიძლება, მიუთითებდეს სხვა ტიპის პათოლოგიაზე. მან მოუწოდა საზოგადოებას, ბიჭის სიკვდილის ანალიზში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.