იმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა 41-მა მოქალაქემ დატოვა
იმერეთში, საირმის საკარანტინო ზონაში ბოლო სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ კარანტინში მყოფნი სრულიად ჯანმრთელები არიან და შეუძლიათ, საკუთარ სახლებში დაბრუნება.
დილიდან ადგილზე იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც საკარანტინო ზონიდან მოქალაქეების გაყვანას დაესწრო.
საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. 41-ვე მოქალაქეს სახელმწიფო საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნებს.
საირმეს საკარანტინო ზონაში საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.