ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალი პაციენტი მიიღეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ორი ახალი პაციენტი მიიღეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორივე მათგანს მოგზაურობის ისტორია აქვს. მათ ანალიზებს კორონავირუსზე დღის განმავლობაში აუღებენ, პასუხები კი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ ,ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 90დადასტურებული შემთხვევაა,მათგან გამოჯანმრთელებულია 18,კარანტინში იმყოფება 4717მოქალაქე,ხოლო სტაციონარში 268ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები