“სამოქალაქო იდეამ” უმაღლესი სასწავლებლებისთვის პირველი ქართული, უფასო ონლაინ ტესტების პროგრამა შექმნა

“სამოქალაქო იდეა” საქართველოში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შუალედურების, ქვიზების და საბოლოო გამოცდების ჩატარების ონლაინ, უფასო ონლაინ-პროგრამას სთავაზობს. პროგრამა ქართულ ენაზეა და ამარტივებს ონლაინ რესურსის გამოყენებას.
როგორც “კვირას” “სამოქალაქო იდეიდან” აცნობეს, ინოვაციურ ონლაინ პროგრამა “ვირტუალური აკადემიის” ფარგლებშია შექმნილი.
იმისათვის, რომ მსურველმა ისარგებლოს ონლაინ-პროგრამით უნდა ეწვიონ “ვირტუალური დემოკრატიის აკადემიის” (virtualdemacademy.com) ვებ-გვერდს, რომელიც მანამდე დემოკრატიის ონლაინ კურსების სასწავლებლად შეიქმნა.
​როგორც “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი აღნიშნავს, პროგრამის მთელი ხიბლი მის სიმარტივეშია.
​”იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიმარტივოთ საქმე, ჩვენ, თქვენთვის მცირე ვიდეოინსტრუქცია ჩავწერეთ. ეს ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://bit.ly/2UkT0kA. აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მეგობრებს, კოლეგებს, ნაცნობებს და ისარგებლეთ პირველი ქართული უფასო ონლაინ ტესტების პროგრამით!
“სამოქალაქო იდეა” საყოველთაო ძნელბედობის ჟამს აგრძელებს საკუთარი რესურსების ისეთ საჭიროებებზე მიმართვას, რომელიც ყველას ერთად გაგვიადვილებს ვირუსით გამოწვეული დაბრკოლებების გადალახვას. ჩვენი სხვა მიმართულებითაც ვმუშაობთ. მაგალითად, კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ – https://bit.ly/2vSA43j“ – აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები