კახა კალაძე: მნიშვნელოვანია სწრაფი ტესტების ჩართვის პროგრამაც და მისი ამუშავებაც

“ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით მნიშვნელოვანია სწრაფი ტესტების ჩართვის პროგრამაც და მისი ამუშავებაც”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ამაზე უკვე გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა სრული და გაშლილი განცხადება ყველა იმ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც არის განხორციელებული, თუმცა ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით უკვე მნიშვნელოვანია სწრაფი ტესტების ჩართვის პროგრამაც და მისი ამუშავებაც.
ბევრი ქვეყანა საუბრობდა, რომ კონკრეტული კომპანიის წარმოდგენილი ტესტები პრობლემას წარმოადგენდა, რადგან არაზუსტი ამოდიოდა მონაცემები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, საფრთხეს უქმნიდა სიტუაციას. შესაბამისად, ეს ცოტა სენსიტიური თემაა და მნიშვნელოვანი ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები