ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სადაც 1746 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება, აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ სოფელი ანდრიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში 10 მასშტაბური პროექტი ხორციელდება.