რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: მარნეულიდან 80 წლის ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში მარნეულიდან გადმოყვანილი კორონავირუსით დაინფიცირებული 80 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„დღისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 84 პაციენტი, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის, შედარებით გაუმჯობესდა იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან იყო გადმოყვანილი ორმხრივი პნევმონიითა და სეპტიური შოკით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, განსაზღვრული პარამეტრები გაუმჯობესდა კიდეც.
რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს, ჩვენთან გუშინ გაკეთდა 13 ტესტი, 13-ვე ნეგატიური პასუხი მოვიდა, დღეს კიდევ 7-ს გავტესტავთ. რამდენიმე პაციენტს საკარანტინო ვადა გაუვიდა, რამდენიმე კარატინში გადაგვყავს, რადგან მათი კლინიკური ნიშნები ამის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა გოფოძემ.