წყალმომარაგების კომპანია მარნეულში, მოსახლეობის სტაბილური წყლის მიწოდებისთვის შეუფერხებლად მუშაობს
მარნეულში მკაცრი საკარნტინო რეჟიმის პირობებში, წყალმომარაგების კომპანიის მარნეულის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფები და საავარიო ბრიგადები ყველა ჰიგიენური წესის დაცვითა და რეკომენდაციის გათვალისწინებით სამუშაოებს შეუფერხებლად აგრძელებენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
“ჩვენს თანამშრომლებს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა.
მარნეულის სერვის ცენტრის ტექნიკური განყოფილების უფროსის, როვშან ბაბაქიშიევის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად ხორციელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების და ქსელის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი.
ასევე, ჯგუფი მუდმივ რეჟიმში გადის საავარიო ადგილებზე დაზიანებების აღმოსაფხვრელად, რათა მარნეულის მოსახლეობას წყალი სტაბილურ რეჟიმში, შეუფერხებლად მივაწოდოთ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.