გორის სამხედრო ჰოსპიტალში 4 ახალი ანალიზის პასუხი უარყოფითია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 4 ახალი ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
დღეის მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 65 პირია მოთავსებული, აქედან 52 სამხედრო და 13 საქართველოს მოქალაქე. ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში 3 კორონავირუსით დაინფიცირებული პირი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარება ამ დროისთვის სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 85 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 14 უკვე გამოჯანმრთელებულია. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 პირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები