ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა.

კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია აქვს.

“საღამოს დადასტურდა ახალი შემთხვევა, 72 წლის პაციენტი ჩამოსულია ევროპიდან, ის საფრანგეთში და ესპანეთში მოგზაურობდა. აქვს პნევმონია და თანმხლები დაავადებები და თუ გავითვალისწინებთ მის ასაკსაც შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია”,-განაცხადა თემურ ნადირაძემ.

შეგახსენებთ ,ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 81დადასტურებული შემთხვევაა,მათგან გამოჯანმრთელებულია 14, კარანტინში იმყოფება 4505მოქალაქე,ხოლო სტაციონარში 247ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები