“ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას” ხელმძღვანელმა StopCoV ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა

შპს “ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას” ხელმძღვანელმა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა. აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესსა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში რეკომენდაციის შესრულების პირობებს გაეცნო.
დირექტორის თქმით, საწარმო შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს და თანამშრომლებს ხელფასებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.
ზვიად შალამბერიძემ კომპანიის დირექტორს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 000 ლარის გადარცხვისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნესმენებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა, ასევე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქმედი “ჯი თი ემ გრუპის” საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემის საკითხით დაინტერესდა.
მისი თქმით, არსებულ პირობებში, მნიშვნელოვანია, საწარმოებმა მუშაობა შეუფერხებლად განაგრძონ, ამასთან, აუცილებელია, მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები