ზუგდიდში ლოტოს ჯიხური გაქურდეს

ზუგდიდში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოტოს ჯიხური გაქურდეს. როგორც ჯიხურის გამყიდველი ქალი აცხადებს, სავარაუდოდ, მთელი კვირის ნავაჭრი თანხა და გარკვეული ოდენობის სიგარეტია მოპარული. მისივე თქმით, თუ რა ოდენობისაა ზარალი, ჯერჯერობით, უცნობია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები