სურამში ნინოშვილისა და ფიროსმანის ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ნინოშვილისა და ფიროსმანის ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ნინოშვილის ქუჩაზე ეწყობა ბეტონისა და ასფალტის საფარი, ფიროსმანის ქუჩაზე კი სანიაღვრე არხების მშენებლობა ხორციელდება.
ნინოშვილის ქუჩის მოწყობის სამუშაოები 235 141 ლარს ითვლის და მთლიანად რეგიონული ფონდიდან ფინანსდება, ფიროსმანის ქუჩის მოწყობა კი 342 428 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა –  გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლებმა.
მათი განმარტებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები