კახეთში თვითიზოლაციიდან თბილისის საავადმყოფოში მამაკაცი გადაიყვანეს

კახეთის რეგიონიდან თბილისის საავადმყოფოში, მაღალი ტემპერატურის გამო, შუახნის მამაკაცი გადაიყვანეს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, მამაკაცი თვითიზოლაციში იყო, რადგან საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, თვითიზოლაციაში, ამ დროისთვის, 455 ადამიანი იმყოფება და ვალდებულება 43 პირს მოეხსნა.
კახეთის მასშტაბით 8 საკარანტინე ლოკაციაზე 476 მოქალაქე იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები