ფრანგული გამოცემა: საქართველო შეიძლება, იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ
„რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავიდეს მალე საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი – ერთ-ერთი ასეთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო შეიძლება, იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ”, – წერს ფრანგული გამოცემა slate სტატიაში სათაურით „თბილისი: ახალი ევროპული ჰორიზონტი, ევრაზიის კარი?”
სტატიაშია აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ანგარიშში, რომლის 2019 წლის მონაცემების თანახმადაც საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ხაზგასმულია საჯარო სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის დაჩქარება.
„ეს ეკონომიკური რეალობა, რომელსაც ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, კონკრეტულ გამოძახილს ჰპოვებს ევროპის საბჭოში, რომელსაც საქართველო ამჟამად თავმჯდომარეობს და რომლის წევრიც 1999 წლიდანაა. სწორედ ეს არის დაახლოებისკენ გამიზნული დღის წესრიგის რეალიზაციის ყველაზე მკაფიო გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას და აზიას ბუნებრივი „კარიბჭის”, ანუ საქართველოს და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების მეშვეობით. ეს ასევე ეხება (ადრიატიკის, შავი და ბალტიის ზღვების დამაკავშირებელი) „სამი ზღვის ინიციატივის” პროგრამას, რომელიც დაიწყო დუბროვნიკში 2016 წელს და შემდეგ გაგრძელდა ვარშავაში 2017 წელს.
სხვადასხვა დამოუკიდებელ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს გამაოგნებელი და მზარდი პროგრესი წინააღმდეგობაშია ზოგიერთ ევროპულ მედიასაშუალებაში ახლახან გავრცელებულ ნარატივთან, თითქოს ივანიშვილი და „ქართული ოცნება” ექცევიან მოსკოვის ორბიტაში და უკან იხევენ ევროპასთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების ხარჯზე. ამ რეალობის მიღება, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა კიდეც, ხაზს უსვამს მის გონივრულობას და პრაგმატულობას.
რადგან აქ საქმე ასევე გვაქვს ჩვენს უნართან, უზრუნველვყოთ ჩვენი პოზიციონირება ერთგული მოკავშირეების გვერდით როგორც ისტორიულად, ისე საერთო სასიკეთო ინტერესების თვალსაზრისით, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი პოზიციების დაკავება აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი ამ ახალი მარშრუტების გაყოლებაზე, რომლებიც წარმოადგენს გაფართოებული ევროპის ახალ სახეს, რომელიც დღეს ეჭვგარეშე მოიცავს ევრაზიის გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ განზომილებას.
ცხადია, რომ ხსენებული არის მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავიდეს მალე საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი – ერთ-ერთი ასეთი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო შეიძლება იყოს კარიბჭე აზერბაიჯანისა და ყაზახეთისკენ”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.