იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი ერთი კვირით დაიკეტა
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ერთი კვირით დაიკეტა, – წერს Reuters-ი.
შესაბამისი გადაწყვეტილება ისრაელის პოლიციასა და სასულიერო ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.
ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, 26 მარტის მდგომარეობით, 2369-მდეა გაზრდილი, – აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.
64 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება, 39-ის მძიმეა, 5 გარდაიცვალა, 64 გამოჯანმრთელდა.
მიმდინარე კვირას ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ დაინფიცირებულთა რიცხვი სწრაფი ტემპებით გაიზრდება, საჭირო იქნება სრული ბლოკადა, გარდა პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგებისა.