სოფელ დირბში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა სოფელ დირბში ცენტრალური და საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის მონაკვეთის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად, გზის ასფალტის ქვედა საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სულ 1,905 კილომეტრი გზის საფარი დაიგება. ღირებულება 594 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს „იბოლია“ ასრულებს.