„დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია“ და „პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია“: მილიონობით კომპანია რისკის ქვეშ დგას, რომ შესაძლებელია, შეწყვიტონ ბიზნესი დასაქმებისათვის მძიმე შედეგებით

დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია COVID-19–თან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, COVID-19 საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ჯანმრთელობასა და ცხოვრებას მთელს მსოფლიოში. როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, ეს წარმოადგენს არა ადგილობრივ, არამედ – გლობალურ გამოწვევას.

„აუცილებელია დაუყოვნებლივი მოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მოვიდა დრო, ვნახოთ გაერო-ს რეფორმა მოქმედებაში. საჭიროა მრავალმხრივი სისტემის ყველა მოთამაშის გაძლიერებული თანამშრომლობა და კოორდინაცია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო ხელმძღვანელობის ცენტრშია და ახორციელებენ პანდემიის მართვას და ცალკეული ინდივიდების, საზოგადოებების, ერების და რეგიონებისთვის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გამოსავლის ძიებას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ, „დიდმა შვიდეულმა“, G20, მსოფლიო ბანკმა და რეგიონალური განვითარების ბანკებმა ხელი უნდა შეუწყონ ორიენტირებულ, ეფექტურ და დადასტურებულ ზომებს ეკონომიკებისთვის, რომლებმაც უნდა გადაჭრან პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, ეკონომიკის, დასაქმების და სოციალური დაცვის პრობლემები, რომლებიც დგას ეკონომიკის ყველა სექტორში დასაქმებულთა წინაშე, მათ შორის თვითდასაქმებული, დროებით, სეზონურად და არაფორმალურად დასაქმებულების და ყველა ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე. ამისათვის გლობალური ეკონომიკა საჭიროებს გადაუდებელ ზომებს და პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება ეკონომიკის რეალურ სექტორზე. ეროვნულ დონეზე, გაეროს მუდმივმა კოორდინატორებმა პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილონ მდგრადი განვითარების მიზანი 3 (SDG3) განხორციელებაზე, ასევე მიზანი 8 (SDG )განხორციელებაზე – ღირსეული შრომა და ეკონომიკური ზრდა“- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, COVID-19 ასევე გავლენას მოახდენს ეკონომიკასა და დასაქმებაზე.
„ მილიონობით კომპანია მთელ მსოფლიოში იმ რისკის ქვეშ დგას, რომ შესაძლებელია იძულებული გახდნენ შეწყვიტონ ბიზნესი დასაქმებისათვის მძიმე შედეგებით. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლად და პასუხისმგებლობით, მინიმუმამდე დავიყვანოთ სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები დაზარალებულ დასაქმებულთა და ბიზნესის მასისათვის, რომელიც დაკავშირებული იქნება შრომის ბაზრის სტრესისადმი გამძლეობასთან, დამხმარე და ადაპტაციურ ღონისძიებებთან COVID-19-ის აფეთქების დროს უმუშევრობის და შემოსავლის დაკარგვის შესამცირებლად.
დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE) და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია (ITUC) და მათი წევრი ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ მთავრობებს და ხაზს უსვამენ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სოციალური დიალოგის კრიტიკულ აუცილებლობას, შედეგების შემამსუბუქებელი ზომების შემუშავების მიზნით.
მოვუწოდებთ დაუყოვნებელი მოქმედებებისკენ შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
• ბიზნესის უწყვეტობა, შემოსავლების შენარჩუნება და სოლიდარობა არის საფუძველი, რომელიც მოახდენს გავრცელების პრევენციას და სიცოცხლის და ცხოვრების დაცვას, ასევე ხელს შეუწყობს სტრესის გამძლე ეკონომიკებისა და საზოგადოებების მშენებლობას. ამისათვის გლობალურ ეკონომიკას სჭირდება ზომები და პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება რეალურ ეკონომიკაზე, დასაქმებულებზე და ბიზნესებზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებზე. სამედიცინო პროდუქტების მიწოდების ქსელში არსებული ხარვეზები უნდა შემცირდეს მთავრობათაშორისი თანამშრომლობის გზით.
• ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობით ხაზს ვუსვამთ სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორების მნიშვნელოვან როლს ვირუსის კონტროლის საქმეში სამუშაო ადგილებზე და მის გარეთ, მაგრამ ასევე მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პერსპექტივაში მასიური სამუშაოს დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. სტაბილურობის გზაზე დიალოგისათვის საჭიროა საერთო პასუხისმგებლობა.
• გადამწყვეტია პოლიტიკური კოორდინაცია და თანხვედრა. გაერომ და განსაკუთრებით ჯანმო-მ უნდა განიხილონ დასაქმების და შემოსავლის დაცვის აუცილებლობა სოციალური დაცვის ზომების გაძლიერების გზით, როგორც პანდემიის პრობლემის გადასაჭრელად, ასევე დასაქმების და ეკონომიკის აღდგენის პირობების შექმნით, ასევე აღიარონ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გადამწყვეტი როლი და ითანამშრომლონ COVID-19-ს კრიზისის სოციალური და ეკონომიკური შედეგების გადასაჭრელად.
• ძლიერი და ეფექტური ჯანდაცვის სისტემები არის უმნიშვნელოვანესი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციები (IOE- ს და ITUC- ს ხელმძღვანელობით) მთავრობებს მოუწოდებენ გამოყონ ყველა შესაძლო რესურსი, მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მთავრობებს ჯანდაცვის ობიექტების და რესურსების ეფექტურად გამოყენებაში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ჯანდაცვის სისტემები სუსტია და სადაც პანდემია ყველაზე სწრაფად ვრცელდება.
• შრომის საერთაშორისო ორგანზაციის ასი წლის საიუბილეო 2019 წლის დეკლარაცია შრომის მომავლის შესახებ შეიცავს კრიტიკულ ელემენტებს, რომლებიც გადამწყვეტია ნებისმიერი გრძელვადიანი და მდგრადი რეაგირებისთვის პანდემიისადმი, მათ შორის COVID-19.
მოკლედ, ყველანაირი ძალისხმევა უნდა გაკეთდეს, რათა დავეხმაროთ დასაქმებულებს და კომპანიებს ამ კრიზისის გადატანაში, შევინარჩუნოთ დასაქმებულები თავიანთ სამუშაო ადგილებზე, დავიცვათ ისინი უმუშევრობის და შემოსავლის დაკარგვისგან და ასევე შევამსუბუქოთ ფინანსური ზარალი. დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE) და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია (ITUC) მზად არიან დაეხმარონ პოლიტიკოსებს მათ მცდელობებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები