ბაღდათის მერიის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს დეზინფექცია ჩაუტარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებსა და საჯარო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.
მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ახდენენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბაღდათის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ხდება.
დღევანდელი მონაცემებით. ბაღდათის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 24 პირი რჩება.
მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ ფიქსირდება, სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე კი მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები