ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარნეულიდან გუშინ შემოყვანილ პაციენტს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
“მარნეულიდან კლინიკაში გუშინ შემოყვანილ პაციენტს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დღეისათვის რესპუბლიკური საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 47 პაციენტია. მათგან ერთი გუშინ გამთენიისას მარნეულიდან გადმოიყვანეს. ის, ამჟამად, რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტს დადგენილი აქვს ორმხრივი პნევმონია, თირკმლის უკმარისობა რიგი თანმხლები დაავადებებით. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. გუშინვე გაკეთდა ტესტირება, რადგან ის მარნეულიდან იყო და ამან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსზე პასუხი ნეგატიურია.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს – მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან, მოგეხსენებათ, პაციენტების მოძრაობა საკმაოდ ინტენსიურად ხდება“, – განაცხადა გოფოძემ.