ნათია თურნავა: კარანტინის პერიოდის დასრულების შემდეგ, ყველა იმ სასტუმროს დეზინფექცია მოხდება, რომელიც ახლა კარანტინისთვის გამოიყენება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, როდესაც კარანტინის პერიოდი დასრულდება, ყველა იმ სასტუმროს სრული დეზინფექცია მოხდება, რომელიც კარანტინისთვის გამოიყენება.

მინისტრმა სასტუმროებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“დაახლოებით, 50-მდე სასტუმროა დღეს ჩართული ამ პროგრამაში და ეს მაჩვენებელი იზრდება და იცვლება. ეს ხდება სასტუმროებთან ურთიერთშეთანხმები, ძალიან კარგად გვეთანამშრომლებიან და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ კიდევ ერთხელ. ყველა წესი არის მკაცრად დაცული, ხდება ხშირი დეზინფექცია და, ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც დასრულდება კარანტინის პერიოდი, ამ სასტუმროების სრული დეზინფექცია მოხდება. აქედან გამომდინარე, აქ რისკი დასნეულებისა არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ის, რომ ჩვეულ რეჟიმში დაგვეტოვებინა ეს სასტუმროები ფუნქციონირებაში იმიტომ, რომ დაკვირვებაა ყოველდღიური იმ ადამიანებზე, ვინც გადის კარანტინს. საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა ჯანმრთელია და შემდეგ ჩვეულებრივად ტოვებენ სასტუმროებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები