შუახევში სოციალური კამპანია დაიწყო

შუახევში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელებს, სარეცელს მიჯაჭვულებსა და მრავალშვილან ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადაეცემათ.

დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარალამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში ასრებულ ვითარებას გაეცნო და საინფორმაციო შეხვედრები გამართა.ადგილობრივებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და საჭიროებისამებრ თანადგომა და დახმარება აღუთქვა.

მერმა, აქციის ფარგლებში, თანმხლებ პირებთან ერთად, სოფელ წყაროთაში რეზო ჯოიძის მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო კალათა მიუტანა.

“ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად ახლა სჭირდება თანადგომა და დახმარება. დავიწყეთ სოციალური აქცია, რომლის ფარგლებშიც დავეხმარებით რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს. მთავრია მოსახლეობამ გაითვალისწინოს საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში. დარწმუნებულნი ვარ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით და ერთად დგომით დავამარცხებთ კორონავირუს“,- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

დღესვე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრთან ზაზა დავითაძესთან ერთად, ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა. სოციალური აქციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქტი მიუტანა სოფელ ფურტიოში მცხოვრებ ჟუჟუნა ბერიძის უმწეო ოჯახს. საკვები პროდუქტების მიწოდება რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებზე, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, ეტაპობრივად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები