გია ვოლსკი: რა არის, ბოლოს და ბოლოს, ამ ხელისუფლებაზე რა გადარეულები არიან, რეალურ სიტუაციას არ აფასებენ და ხალხთანაც არასწორი ინფორმაცია მიაქვთ

“რა არის, ბოლოს და ბოლოს, ამ ხელისუფლებაზე რა გადარეულები არიან, რომ რეალურ სიტუაციას არ აფასებენ და ხალხთანაც არასწორი ინფორმაცია მიაქვთ?!”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.

მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხთან არასწორი ინფორმაცია მიაქვს.

„ვამბობთ, რომ მძიმე მდგომარეობაა. გვინდა, რომ მოვასწროთ საკონსტიტუციო ცვლილებები და პაკეტი მომზადებული გვაქვს. ჩვენ რომ დღეს გადავწყვიტოთ ამის გაკეთება ასეთ ვითარებაში, თვითონ ოპოზიცია უნდა გვეუბნებოდეს, რომ ახლა არ შეიძლება. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ვადა დადგენილია და ვამბობთ, რომ ეს უნდა გაკეთდეს. რა არის, ბოლოს და ბოლოს, ამ ხელისუფლებაზე რა გადარეულები არიან და რა მისწრაფება გააჩნიათ ასეთი, რომ რეალურ სიტუაციას არც თვითონ აფასებენ და რაც განსაკუთრებით ცუდია, ხალხთანაც არასწორი ინფორმაცია მიაქვთ. ყველაფერი იქნება თავის დროზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები