იმერეთის ოთხ საკარანტინო სივრცეში 432 ადამიანი იმყოფება
იმერეთში ოთხივე საკარანტინო სივრცეში, ამ დროისთვის, სულ 432 ადამიანი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ამჟამად ოთხივე სივრცეში გვყავს 432 ადამიანი,მათ შორის წყალტუბოს სამხედრო ჰოსპიტალში 102, წყალტუბოში სასტუმრო “პლაზაში” 91, საირმეში 213,ხოლო საჩხერეში 26. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,-აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან გამოჯანმრთელებულია 5,კარანტინში იმყოფება 3320 ადამიანი,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 235 ადამიანი გადის.