“მთავარ არხს” ინკასო დაედო
ტელეკომპანია “მთავარ არხს” ინკასო დაედო. ამის შესახებ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
”მაშინ, როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად, ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობა არა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას – “მთავარ არხსა” და “ტვ პირველს”, – წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.