ვატო წერეთელი: ტელეკომპანია “პირველს” ინკასო დაედო
ტელეკომპანია “პირველს” კვლავ ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით თავად სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ავრცელებს.
“არსებობს რაღაც, რასაც, ალბათ, ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს !
მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის !
მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს !
მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !
მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე – წამალი !
მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია !
ტელეკომპანია ,,პირველს” ისევ ინკასო დაადეს !
გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის !
ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა – თავისუფალი მედია !
გავიმეორებ: ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!”, – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.