“რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი მობილიზებულია და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის”

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მათი საავადმყოფო მოქალაქეების საგანგებო მიღებისთვის მზად არის.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში მიჰყავთ შესაბამისი ეპიდანამნეზის პაციენტები, სადაც მათი შეფასება და საჭიროებისამებრ გადამისამართება ხდება.

„დღესაც ასე ხდება, სასწრაფო დახმარებას მოჰყავს ჩვენთან პაციენტები, რომელთაც აქვთ მაღალი რისკი, აქვთ მოგზაურობის ან სავარაუდო ვირუსთან შემხებლობის ეპიდანამნეზი. ასეთი პაციენტები მოდიან ჩვენთან, ხდება მათი შეფასება და, რისკფაქტორებიდან გამომდინარე, გადადიან საკარანტინო ზონაში, ან თვითიზოლაციაში, ან რჩებიან კლინიკაში. კლინიკა მზად არის, მობილიზებულია მთელი პერსონალი და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

​ცნობისათვის, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავდმყოფოში მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება, ეს იქნება ემერჯენსცენტრი. მან მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც აქვთ საჭიროება, მიმართონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტებს, საჭიროებისამებრ, გადაამისამართებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები