ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთმა გამოყო 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო 1000 სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში დასაწყისში იქნება.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კორეასთანაც.

“გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში. ჩვენი სპეცილისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება სწრაფი ტესტებით მკურნალობა. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან და ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ამ მიმართულებით მიიღონ მომსახურეობა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები