იუსტიციის სახლი საზღვრის კვეთის შემდეგ თვითიზოლაციის წესების დამრღვევ პირებს არ მოემსახურება
იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მისული თვითოზოლაციის დამრღვევი პირების მიმართ გათვალიწინებული ზომების მიღების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
იუსტიციის სახლი პირებს, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმს არღვევენ, არ მოემსახურება.
“იმ პირებს, რომელებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს, იუსტიციის სახლი არ მოემსახურება. გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან, იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება.
იუსტიციის სახლი მოუწოდებს უცხო ქვეყნიდან ახლადდაბრუნებულ და თვითიზოლაციის რეჟიმზე მყოფ სხვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა, მართლშეგნება, შეასრულონ ჯანდაცვისა და სამართავლდამცავი უწყებების რეკომენდაციები და მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, დარჩნენ თვითოზოლაციის პირობებში და ნუ მიმართვენ იუსტიციის სახლებს, რათა საფრთხე არ შეუქმნან თანამოქალაქეებს.
აქვე ვთავაზობთ ასეთ მოქალაქეებს, რომ დაუკავშირდნენ დისტანციურად მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს კონსულტაციისთვის და ისინი შეეცდებიან, იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სერვისის მიწოდების გადაუდებელი აუცილებლობა, დაეხმარონ მოქალაქეებს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებაში. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, როს გამოც დროებით მუშაობა შეაჩერა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა, ასევე 17 და 18 მარტს მომხმარებელს არ ემსახურებოდა თელავის იუსტიციის სახლი”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.