გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებია. გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა.
მანამდე ნათია მერებაშვილს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
“საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებისა და განვითარებისკენ”, – აცხადებენ პროკურატურაში.