“თიბისი” ბიზნესისთვის და Vendoo.ge-ს ერთობლივი ინიციატივა ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად
ელექტრონული კომერციის პლატფორმა – Vendoo.ge-ს და “თიბისი” ბიზნესისთვის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მეწარმეებს, რომლებიც ქართული პროდუქციის რეალიზებას Vendoo-ს პლატფორმით ახორციელებენ, საკომისიო გადასახადი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმამდე შეუმცირდებათ.
გადაწყვეტილება კომპანიებმა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად და მათი ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად მიიღეს.
ინიციატივის ფარგლებში, მეწარმეები, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებენ და Vendoo.ge-სთან თანამშრომლობენ, საკომისიო გადასახადი ავტომატურად შეუმცირდებათ. ხოლო ისინი, ვინც ონლაინ პლატფორმაზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობასთან ერთად, ვებგანთავსებისთვის საჭირო ფოტოგადაღების სერვისს და ვიზუალურ მასალას ისევ უსასყიდლოდ მიიღებენ.
Vendoo.ge-ზე რეგისტრაცია ბიზნესების წარმომადგენლებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: www.merchant.vendoo.ge .
Vendoo.ge ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს და მომწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. Vendoo-ს მიზანია, გაამარტივოს პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მიაწოდოს პროდუქტი და შესთავაზოს მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
R