საგარეო უწყება: ეგვიპტეში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან

6 ქართველი სტუდენტი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულმა მოქალქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეგვიპტეში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს.

​საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეგვიპტესა და სომხეთში საქართველოს საელჩოების ჩართულობითა და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობა გაუწევს დახმარებას.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საელჩოში, ისევე, როგორც საგარეო უწყებაში, მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი ( +995 32 294 5050) .მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშრუტის მოძიებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები