საგარეო უწყება: ბულგარეთი-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან
ბულგარეთი-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისო სააკორდინაციო საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.
საქართველოს მოქალაქეები საქართველოში სპეციალური ავტობუსებით გამოემგზავრებიან.
მათ დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს.