რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს ტესტის ჩატარება არ დასჭირდათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, რის გამოც ტესტის ჩატარება არ დასჭირდათ.

მისივე თქმით, ტესტი გუშინ 7 ადამიანს ჩაუტარდა.

„გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს რაც შეეხება, მათ ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარებიათ, რადგან არ იყო შესაბამისი ჩვენება. გუშინ ჩაუტარდა მხოლოდ შვიდ ადამიანს, მათ, ვისაც აღენიშნებოდათ ცხელება, თუმცა ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები