გიორგი შენგელია: ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდება
“კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა შეიზღუდება, არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი კი სოფლის ცენტრებზე გადანაწილდება და შესაბამისი გრაფიკი მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსდება“, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ზუგდიდის მერმა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის კუთხით დაგეგმილ და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, ასევე, მან მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
გიორგი შენგელიას თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება. ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდება მოსაცდელებს. გარდა ამისა, ამ საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება ზუგდიდის ბაზარშიც.