დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ იკვეთება ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობითაა დაავადებული.

“მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და აღნიშნული ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ, ჩვენი პოზიციაც სწორედ ის იყო, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს”, – განაცხადა აბრამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები