მთავრობამ 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაახანგრძლივა

ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდათ.
„ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე განხორციელდება. შეღავათი შეეხება, დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ, მოქმედი კანონმდებლობით,  საქართველოში მანქანის შემოყვანის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში ავტოიდილერები დღეში მხოლოდ 1 ლარს იხდიდნენ, მესამე თვეს კი ვალდებულნი არიან, დღეში 5 ლარი შეიტანონ ბიუჯეტში, 3 თვის მერე კი ჩამოყვანილი მანქანები ან უნდა განაბაჟონ ან ჯარიმა დაეკისრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები