კახა კალაძე: თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ უნდა შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ

“თუ იქნება იმის აუცილებლობა და იქნება მოცემული რეკომენდაციები, რომ უნდა შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ მომდევნო დღეების განმავლობაში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობამ გადაადგილებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოს.

„მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ გადაადგილებისგან და მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ თავი ხალხმრავლობისგან. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც იქნება დატოვებული, აბსოლუტურად შესაძლებელია, მოემსახუროს  ადამიანების იმ რაოდენობას, რომელსაც აქვს უკიდურესი აუცილებლობა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებისა. მეტრო და ავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. თუ იქნება იმის აუცილებლობა და იქნება მოცემული რეკომენდაციები, რომ უნდა შეწყდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ მომდევნო დღეების განმავლობაში“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები