ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად კომისიის შექმნაზე პარლამენტში კენჭისყრა გაიმართება
დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო კომისიის შექმნას უყრიან კენჭს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად არის საჭირო.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კომისიას მოუწევს, რომ საზოგადოების ინფორმირება კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მოახდინოს.
“კომისიას მოუწევს, რომ გარკვეული ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით. გამომდინარე დღეს არსებული სიტუაციებიდან და გამოწვევებიდან, ამ შემთხვევაში, ჩვენ მივესალმებით, თუკი ოპოზიცია ასეთი ტიპის პროცესებში მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას დღეს ოპოზიციაც დაესწრება.