საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს საელჩო მიმართავს, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ
საბერძნეთში საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
საელჩო საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაკავშირებას სთხოვს.
“საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ‼️ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, დაუყონებლივ დაგვიკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: 6995779793.
აქვე გაცნობებთ, რომ მომართვის შემთხვევაში თქვენს შესახებ ყველანაირი სახის პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, სახელი და გვარი, იქნება დაცული და ვერ გავრცელდება თქვენი ნებართვის ან სურვილის გარეშე‼️
თქვენ მიერ კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ინტერესებს, რათა ერთად გავუწიოთ მონიტორინგი თქვენს ჯანმრთელობას გამოჯანმრთელებამდე და, საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ ეფექტური დახმარება.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას”, – ნათქვამია განცხადებაში.