გორის მერიის წარმომადგენლები საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვებ პროდუქტებს სახლში მიუტანენ

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წამომადგენლები სოციალურად დაუცველი ოჯახების სკოლამდენი ასაკის ბავშვებს გარკვეული სახის საკვებ პროდუქტს სახლებში
მიუტანენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახებზე ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს.
“გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა) იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, აცნობიერებს რა იმ მდგომარეობას, რაც ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შეიქმნა, მიიღო გადაწყვეტილება საბავშვო ბაგა – ბაღებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, 1-ელ აპრილამდე საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს. იქედან გამომდინარე, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს უჭირთ ამ დროის განმავლობაში ბავშვების გამოკვება, სააგენტო მუშაობს ასეთი ოჯახებისთვის გარკვეული სახეობის პროდუქტების დარიგებაზე. ამ ეტაპზე, ხორციელდება როგორც პროდუქტების, ასევე – ოჯახების რაოდენობების დაზუსტება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვისი პატარებიც გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში დადიან, მიმდინარე კვირაში სააგენტოს თანამშრომლები გარკვეული რაოდენობის პროდუქტს ადგილზე მიუტანენ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ოჯახებს სააგენტო პირადად დაუკავშირდება”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები