ჩხოროწყუს მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ესებუამ ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან სამუშაო შხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნინო ჯომიდავა.
შეხვედრაზე განიხილეს კორორონავირუსთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. აღნიშნულის შესახებ  “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მერიიდან აცნობეს. 


მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ჩხოროწყუში არსებულ ვითარებასა და COVID 19- ის შესაძლო გავრცელების პრევენციის კუთხით მუნიციპალიტეტში გასატარებელ ღონისძიებებზე.


“შეხვედრაზე განიხილეს  COVID 19 –თან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და COVID-19 –ით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის მოადგილე ვალერი თოდუა ხელმძღვანელობს.
მუნიციპალიტეტში ასევე დაწყებულია მოხალისეთა ჯგუფის დაკომპლექტება, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შესაძლებელია მუნიციპალიტეტში არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზეელექტრონულ მეილზე, ასევე მოგვწერონ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე:
ცხელი ხაზი: 599856577; 599856565; 599850175;
ელ.ფოსტა: info.gamgeoba@gmail.com
Fb: https://bit.ly/2W9iFOr”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა, საკარანტინო რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54, ერთი მოქალაქე კი გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები