ეროვნული ბანკი – თებერვალში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 9.5 %-ით გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 137.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 9.5 %-ით აღემატება გასული წლის თებერვლის მონაცემებს.
ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების ოცეული ასე გამოიყურება.
1 რუსეთის ფედერაცია – 28 681 242 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -9,3%;
2 იტალია – 21 666 080 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 24,2%;
3 საბერძნეთი – 16 429 522 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 16,0%;
4 ისრაელი – 14 443 560 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 12,6%;
5 აშშ – 14 392 528 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 13,0%;
6 თურქეთი – 7 769 936 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 0,9%;
7 გერმანია – 4 646 964 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 30,0%;
8 უკრაინა – 4 158 942 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 78,7% ;
9 ესპანეთი – 3 732 386 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 7,2% ;
10 პოლონეთი – 2 376 369 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 7,2% ;
11 აზერბაიჯანი – 2 050 427 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 44,7% ;
12 საფრანგეთი – 1 999 227 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 7,7% ;
13 ყაზახეთი – 1 877 717 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 46,9% ;
14 გაერთიანებული სამეფო – 1 463 560 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 6,4% ;
15 კვიპროსი – 1 220 456 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 25,5% ;
16 კანადა – 1 107 707 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 16,7% ;
17 ირლანდია – 1 012 974 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 60,1% ;
18 არაბთა გაერთიანებული საამიროები – 715 649 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 6,2% ;
19 სომხეთი – 679 319 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -18,5% ;
20 ერაყი – 644 769 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -12,8% .
რაც შეეხება საქართველოდან უცხოეთში გადაგზავნილ თანხებს – 2020 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (61.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის თებერვლის (17.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.