რუსთავში მოწყობილ საკარანტინო ზონაში, მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები განათავსეს
რუსთავის ცენტრში არსებულ სასტუმრო “რუსთავში”, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ,საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები გვიან ღამით განათავსეს.
ისინი საკარანტინო სივრცეში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.
როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, საკარანტინო ცენტრში ამ წუთისთვის განთავსებულია 46 მოქალაქე და ყველა მათგანი ერთმანეთისგან იზოლირებულია.
“დაახლოებით დილის 05:00 საათზე, ავტობუსებით ჩამოიყვანეს 46 მოქალაქე . ისინი არიან ერთმანეთისგან იზოლირებული და აქვთ ყველა ის ნივთი, რაც პირველადი მოხმარებისთვის არის საჭირო”, – განაცხადეს სასტუმროს ადმინისტრაციაში.