ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მლნ გაყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა.
13 მარტს, ლარის არსებობის ისტორიაში პირველად, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსმა 3.00-ს გადააჭარბა. მიმდინარე კურსი თბილისის დროით 16:30-ისთვის 3.0275-ს შეადგენს.
მცირედი გამყარების შემდეგ, ლარის მკვეთრი გაუფასურება ორშაბათს 9 მარტიდან დაიწყო და 5 დღეში კურსი 23 თეთრით გაუფასურდა.
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით 12 მარტს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და ის კორონავირუსს დაუკავშირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები